ღია გაკვეთილი

 

მასწავლებელი მაია ბურდილაძე
გაკვეთილის მთავარი თემა The big show
სწავლების საფეხური მე-6 კლასი (English world)
მოსწავლეთა პროფილი 19 მოსწავლე. (განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში არ არის)
გაკვეთილის მნიშვნელობა  /აქტუალობა მოსწავლეები გაითამაშებენ როლებს მოისმენენ დიალოგებს ისაუბრებენ სხვსდასხვა თემებზე და ივარჯიშებენ გრამატიკულ მასალაზე.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები (ესგ) მოსწავლეები უნდა შესძლონ როლური თამაში მოსმენა  ლაპარაკი  გრამატიკული და ლექსიკური უნარჩვევების წარმოჩენა
.წარმოდგენილი აქტივობების საშუალებით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი აზროვნება და ასევე საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი.
მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.ს.II.22. მოსწავლე ფლობს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           გასაგებად მეტყველებს დიალოგების გათამაშებისას, ზეპირად კითხვისას იცავს უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ინტონაციას, ჟღერადობას, აქვს სათანდო გამოთქმა.
უცხ.ს.II.2. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის / მონოლოგის) მოსმენა და გაგება.
უცხ.ს.II.35. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიები გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ სტრუქტურებს/წესებს;


წინასწარი ცოდნა მოსწავლეებს უნდა გააჩნდეთ ინგლისურის  ლექსიკის საფეხურისთვის შესაფერისი მარაგი,უნდა იცოდნენ პირობითი წინადადებები,დროის ზმნიზედები,სრული დროები,პირდაპირი და ირიბი ნათქვამი,რთული თანწყობილი და ქვეწყობილი წინადადებები.
შეფასების საგანი და პროცედურები ვიყინებ ინდივიდუალურ  და  მოსწავლეთა შეფასებას
სასწავლო  მასალა და ტექნიკური რესურსები სახელმძღვანელო,კომპიუტერი,დაფა,პროექტორი,ინტერნეტში მოძიებული მასალა,ცარცი,მარკერი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი გაკვეთილი იწყება სიის ამოკითხვით.
აქტივობა 1.
მოსმენა მოსწავლეებს ვასმენინებ დიალოგს კომპიუტერის მეშვეობით
აქტივობა 2.
1. როლური თამაში პროექტორის მეშვეობით
აქტივობა 3.
    ლაპარაკი --  მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს თუ რამდენად შეუძლიათ საუბარი
აქტივობა 4.
გრამატიკულ მასალაზე ვარჯიში  დაფასთან


არმონაწილეობსსაგაკვეთილოპროცესში 1-2-3ქულა
ჩართულია,მაგრამ ძირითადად არასწორად პასუხობს. 4-5 ქულა
ჩართულია,მაგრამ საჭიროებს დახმარებას 6-7 ქულა
ჩართულია,მაგრამ იყენებს მარტივ წინადადებებს და მარტივ ლექსიკას 8 ქულა
მთელი გაკვეტილი ჩართულია,არ საჭიროებს დახმარებას 9-10 ქულა


















No comments:

Post a Comment